ბიზონი (Bison bison), წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში. ბიზონთა უმრავლესობა ცხოვრობს ველებზე, იშვიათად ტყეში (ტყის ბიზონი — Bison bison athabascae კანადაში). ასაკოვანი ხარის სხეულის სიგრძე 3 მ აღწევს, წონა 1 ტ-მდე. ფური შედარებით მცირე ზომისაა. ბიზონს ამობურცული მინდაო აქვს. სხეულის წინა ნაწილი შემოსილია გრძელი მატყლით, რომელიც თავსა და კისერზე შესამჩნევ ფაფარს ქმნის. ამერიკის აღმოჩენისას ...
ზებრები, ცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე მინდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga). ზებრები გავრცელებულია...
ნიანგები (Crocodilia), ქვეწარმავალთა რიგი. მათი სიგრძე 2-5 მ, იშვიათად (ნილოსის ნიანგები, ქედიანი ნიანგები) 6 მ აღწევს. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი. ნესტოები და თვალები (ვერტიკალური გუგით) ზემოთაა აწეული, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ. ნესტოები და ყურის ხვრელები დაცულია სარქვლებით. სხეული, კუდი და კიდურები დაფარულია სწორკუთხოვანი რქოვანი ფარებით. ცხვირ-ხახა გამოყოფილია პირის ღრუსაგან მეორეული ძვლოვანი სასით. „მუცლის ნეკნები" აქვთ, ლავიწი — არა. თავის ტვინი საკმაოდ განვითარებულია. გამოირჩევიან კარგი სმენით და მხედველობით. გულის პარკუჭები მთლიანად გადატიხრულია, მაგრამ აორტის რკალები ერთმანეთთან ხვრელითაა დაკავშირებული, რის გამოც...
ჟირაფისებრნი (Giraffidae), მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე...
ლომი (Panthera leo) მტაცებელი ძუძუსმწოვარი კატების ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.ლომი გავრცელებულია...
გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი აღწერილობა ლანგჰაარი არის კუნთოვანი, ელეგანტური და ათლეტური მას შეუძლია თავისუფლად და სწრაფად გადაადგილება. ფიზიკურად ის ზომიერია. ამ ჯიშის ძაღლებისთვის დამახასიათებელია ტემპერამენტობა, რაც მის გარეგნობაშიც გამოიხატება. როგორც ყველა გერმანულ ჯიშს ...
ირლანდიური სეტერი ჩამოყალიბდა როგორც განკერძოებული ჯიში მას შემდეგ, რაც მოხდა სეტერების დაყოფა ფერის მიხედვით. დაახლოებით XX საუკუნის შუა წლებში ირლანდიაში გამოყვანილი წითელ-ჭრელი სეტერებისგან უპირატესად წითელი ფერის ძაღლების გადარჩევის გზით გამოყვანილ იქნა ...
ფარაონის ძაღლი ძალიან ჰგავს ყურცქვიტა ძაღლებს, რომლებიც ძველეგვიპტურ ფრესკებზეა გამოსახული. ეგვიპტიდან ეს ჯიში ევროპაში ესპანეთის მეშვეობით მოხვდა. ფარაონის ძაღლებს აშენებენ ბალეარის კუნძულებზე. ფარაონის ძაღლი ძალიან სწრაფი, მოქნილი ძაღლია, კარგად დახტის, აზარტულად ...
ამ ძაღლის ისტორია ჯერ კიდევ ფარაონების დროიდან იწყება. მას შემონახული აქვს ზუსტად იგივე ექსტერიერი, როგორც ჩვ. წ-აღ-მდე ჰქონდა. ”სალუკი არ არის უბრალოდ ძაღლი, ის ალაჰის ნაჩუქარია”-ყოველი მეორე არაბი ასე ახასიათებს სალუკს ...