კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან...
მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული...
ავაზა, გეპარდი (Acinonyx jubatus), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის, ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა და უდაბნოებში. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზე სანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეების საქართველოშიც.აღწერა [რედაქტირება]ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს...
სპილოსებრნი (Elephantidae) ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანების რიგისა. ტანად დიდი ცხოველები არიან. მათი სიმაღლე 3,5 მ, ხოლო მასა -4-5 ტ აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. ოჯახობა სპილოს ორი სქესის სამ...
კამეჩები, მცოხნელი ძუძუმწოვრები წყვილჩლიქოსანთა რიგის ძროხისებრთა ოჯახისა. კამეჩებს აქვთ მასიური სხეული, მოკლე კისერი, დაბალი და მძლავრი ფეხები, განიერი თავი, დინგის წვეროს ზედა ტიტველი ნაწილი, 4 ძუძუ, გრძელი კუდი გრძელბალნიანი ფუნჯით ბოლოვდება. გავრცელებული არიან სამხრეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში, ჯგუფურად ცხოვრობენ. მაკეობა 12 თვე...
ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია. წარსულში ის ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა და აზიაში, ამჟამად კი მთელ დედამიწაზე 40-50 ჯიქი ბინადრობს. საქართველოში ერთადერთი ჯიქი ვაშლოვანის...
ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ...
ტყის კატა (Felis silvestris), მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 58-75 სმ, მასა 6კგ, ზოგჯერ 10 კგ-მდე. სხეული მურა ნაცრისფერია, კუდის ბოლო — შავი, გვერდებსა და კუდზე განივი მუქი ზოლები გასდევს. ტყის კატა გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — მოლდავეთში, კარპატებში, კავკასიაში. ბინადრობს მთისა და ვაკის ტყეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის...
აფთრისებრი ძაღლი (Lycaon pictus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 1 მ-მდეა, კუდისა - 40 სმ-მდე, მასა - 25 კგ-მდე. ბალნიანი საფარველი მოხატული აქვს თეთრი, შავი და წითური ლაქებით, რის გამო მას "ჭრელ მგელსაც" უწოდებენ. გავრცელებულია...
ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ...