კალმახები, თევზები ორაგულისებრთა ოჯახისა. გამსვლელ ორაგულთა გვარის (Salmo და Oncorhynchus) მტკნარი წყლის ფორმებია. ბინადრობენ მთის ტბებსა და მდინარეებში. უყვართ ცივი, ჟანგბადით მდიდარი, სუფთა წყალი. ტბებში უფრო დიდი კალმახებია (ზოგჯერ 34 კგ აღწევს), მდინარეებში პატარებია (0,8 კგ, იშვიათად 2 კგ-მდე). სხეულზე ემჩნევათ წითელი, შავი, ნარინჯისფერი და სხვა ფერის ხალები. ცნობილია ევროპული კალმახები და ჩრდილოამერიკული ანუ...
ორაგული (Salmo), თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. გვარში 7 (ან 10) სახეობაა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ში 4 (ან 5) გვხვდება: საკუთრივ ორაგული, კუმჟა, იშხანი, მიკიჟი ბინადრობენ ჩრდილო ყინულოვანი, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილში,შავი, კასპიისა და არალის ზღვის აუზებში. საქართველოში ბინადრობს ორაგულის 1 ქვესახეობა — შავი ზღვის ორაგული (Salmo Fario morpha labrax ან Salmo trutta labrax) და...