ირლანდიური სეტერი ჩამოყალიბდა როგორც განკერძოებული ჯიში მას შემდეგ, რაც მოხდა სეტერების დაყოფა ფერის მიხედვით.
დაახლოებით XX საუკუნის შუა წლებში ირლანდიაში გამოყვანილი წითელ-ჭრელი სეტერებისგან უპირატესად წითელი ფერის ძაღლების გადარჩევის გზით გამოყვანილ იქნა მთლიანად წითელი შეფერილობის სეტერი, ისეთი, როგორიც დღესაა ცნბილი. ეს არის ელეგანტური ძაღლი კარგად განვითარებული სამონადირეო თვისებებით, რომლებმაც თავისი ძალა არ დაკარგეს მას შემდეგაც, რაც ირლანდიური სეტერები თავისი ელეგანტურობისა და სილამაზის გამო, ხშირად მოწყვეტილნი იყვნენ ნადირობას და მხოლოდ ნატიფ, მოდურ ძაღლებს წარმოადგენდნენ. მას აქვს კარგად განვითარებული სამონადირეო ინსტიქტი და თანმიმდევრული წრთვნის შედეგად მისგან შესანიშნავი მონადირე ძაღლი გამოდის, რომლის გამოყენება შეიძლება უნივერსალურ სამუშაოებში, რადგან მას აქვს წყალში მუშაობის და აპორტირების თანდაყოლილი სიყვარული.
სტანდარტი:
ზოგადი აღწერილობა: სწრაფი, რბილი, ჭკვიანი და ლამაზი ძაღლის კეთილშობილი ტიპი.
თავი და ქალა: თავი – გრძელი, მშრალი და ვიწრო. ქალა – ყურებს შორის ოვალური; კეფის ბორცვი კარგად განვითარებული, დრუნჩი გრძელი, მსუბუქი, მშრალი, საკმაოდ ღრმა; ნესტოები – ფართო, გაშლილი; ტუჩები – წვრილი, მშრალი; ცხვირის ბიბილოს ფერი – მუქი წითელი, მუქი ყავისფერი, უპირატესად შავი; თვალები – ყავისფერი ან მუქი ყავისფერი, არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი; მზერა – ჭკვიანი. ყურები – საშუალო სიდიდის, წვრილი, დაბლა დასმული, კეფასთან ახლოს. ლამაზი ნაკეცებით დაშვებული და მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე. კისერი – საშუალო სიგრძის, ძალიან დაკუნთული, ოდნავ მოხრილი, კანის ნაკეცების გარეშე;
ტანი – სიმეტრიული, ოდნავ ამოზნექილი ნეკნებით; მკერდი – ღრმა, წინიდან ოდნავ ვიწრო; ზურგი – მოკლე, სწორი; წელი – დაკუნთული, ოდნავ ამოზნექილი; გავა – დაკუნთული, ოდნავ დაქანებული.